ალექსანდრე ზახარჩნკო: სამშვიდობო შეთანხმების შესრულების პასუხისმგებლობა პეტრე პოროშენკოს ეკისრება
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მინსკში მიღებული სამშვიდობო შეთანხმების დებულებები უგულებელყოფილი იქნება, მაშინ შეთანხმება ძალას დაკარგავს.
ზახარჩენკო დოკუმენტში გაწერილი დებულების შესახებ პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს აკისრებს.
“დოკუმენტში გაწერილი ყველა პუნქტი დამატებით შეთანხმებას ითვალისწინებს, შესაბამისად, თუ პუნქტების უგულებელყოფა მოხდება, მაშინ ჩვენ ახალ შეთანხმებებს აღარ განვიხილავთ. ნებისმიერი პასუხისმგებლობა მემორანდუმში გაწერილი დებულებების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს ეკისრება”, – განაცხადა ზახარჩენკომ.