ვარშავის ოპერა და მსოფლიოს პრემიერა ქართველების მონაწილეობით

20 თებერვალს პოლონეთის ნაციონალურ ოპერაში წამყვან პარტიებს ქართველი მსოფლიოს ვარსკვლავები ქეთევან ქემოკლიძე და შალვა მუქერია შეასრულებენ.
პირველად ამ თეატრის ისტორიის განმავლობაში გაეტანო დონიცეტის ოპერის „მარია სტიუარტის“ მსოფლიო პრემიერა შედგება.
მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე დედოფალ ელისაბედის პარტიას იმღერებს, ტენორი შალვა მუქერია ლესტერის როლს შეასრულებს. ამ პარტიით მან უკვე დიდი წარმატება მოიპოვა ფლორენციასა და პალერმოში.
ორივე მომღერალი პოლონელი მსმენელის წინაშე პირველად გამოდის. ქართველი მომღერლები ვარშავაში პოლონეთის ნაციონალური ოპერის მთავარი დირიჟორის ანდრი იურკევიჩის მიწვევით იმყოფებიან. სპექტაკლის რეჟისურა ეკუთვნის მოსე ლეიზერს და პატრის კურირს. ამ დადგმას უკვე დიდი წარმატება ხვდა ლონდონსა და ბარსელონაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები