თენგიზ შარმანაშვილი: „ოპოზიციის ალიანსის“ მსგავს გაერთიანებას პერსპექტივა ვერ ექნება

“მსგავს გაერთიანებას ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან ნულოვანი რესურსი აქვთ. რაც მთავარია, ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვთ ნული, ერთმანეთის აუტანლობა კი, მაღალ დონეზე აყვანილი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაერთიანება როგორც შეიქმნა, ისევე დაიშლება.

„ასეთ პირობებში რა პერსპექტივა უნდა გქონდეს? ეს გაერთიანება როგორც შეიქმნა, ისევე დაიშლება. უფრო სწორად, დაშლილია. მათ საქმიანობაში მილიონებია დახარჯული. არ გეგონოთ, გრანტები რაც დაიხარჯა, ამაზე პასუხს არავინ მოითხოვს. რა თქმა უნდა, მათ უაზრო რიტორიკას ორი მიმართულება აქვს – ერთი მიმართულია გარეპატრონებისკენ, რომ ფულს ტყუილად არ ხარჯავთ, რესურსი გაგვაჩნიაო. მათაც ილუზია აქვთ, რომ რადიკალებისგან შეიძლება, რაღაცას ეღირსონ რევოლუციური ვითარების აგორებაში. რამდენადაც ვიცი, საელჩოები აანალიზებენ იმას, რაც საინფორმაციო სივრცეში ხდება. მათ გასაგონად ვამბობ – რადიკალებს ვერც პოლონეთის მიერ გახსნილი ტელევიზია უშველით, ვერც მილიონების ხარჯვა, ვერც ბიუჯეტების გაზრდა. არ შეიძლება, მკვდრადშობილ ორგანიზაციას რაღაც ინექცია გაუკეთო და ის გაცოცხლდეს. რეალობას შეხედონ და ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყოს. დიალოგის ფორმატში თუ რაიმე იქნება გასარკვევი, მზად ვართ, ვისაუბროთ. რაღაცას არგუმენტებით თუ გვეტყვიან და მას ვერ გავაბათილებთ, მზად ვართ, გავიზიაროთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები