თარაშ შურღაიამ პენსიონერებს პაატა ბურჭულაძის კონცერტზე დასასწრები მოსაწვევები გადასცა

დიღმის მასივში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალბატონები საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილის აღსანიშნავ კონცერტს დაესწრებიან. თბილსის საკრებულოს ინფორმაციით, მარტოხელა პენსიონერი ნუნუ კანდელაკი და სოციალურად დაუცველები ლამარა ნადარაია და მარიამ მიკირტუმოვა მაჟორიტარ დეპუტატთან ყოველკვირეულ მიღებაზე იმყოფებოდნენ. თარაშ შურღაიამ მათი პრობლემები მოისმინა, შეხვედრის დასასრულს კი კონცერტის ბილეთები გადასცა.
დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება, რომელშიც ქართველი და უცხოელი საოპერო მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტს ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გაუძღვება.
გალა-კონცერტი თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები