ჯონდი ბაღათურია კახა კალაძის მამხილებელი დოკუმენტების გამოქვეყნებას აანონსებს

„ქართული დასის“ ლიდერი ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს,- ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ბაღათურიას განცხადებით, ის დოკუმენტები, რომელიც მას გააჩნია, ცხადყოფს, რომ კახი კალაძეს ენერგეტიკის სფეროში კომერციული ინტერესები აქვს.
„მე მაქვს დოკუმენტაცია, რომლითაც დავადასტურებ, რომ კახი კალაძეს ენერგეტიკის სფეროში კომერციული ინტერესები გააჩნია, რაც, კანონის შესაბამისად, პირდაპირ კორუფციას ნიშნავს. კალაძეს სამინისტროში თავისი ხალხი ჰყავს დესანტირებული, რომლებიც ენერგეტიკის ხარჯზე ფულს აკეთებენ. ამ მამხილებელ მასალებს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ორშაბათს, 22:30 წუთზე წარმოვადგენ“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები