პრემიერი: ჯარზე და პოლიციაზე მიზანმიმართული შეტევა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ განცხადებებზე კომენტარი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ჯარზე და პოლიციაზე მიზანმიმართული შეტევა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, რაც ყოვლად დაუშვებელია.
პრემიერი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენებს როგორც პოლიტიკოსებისგან, ისე საზოგადოებისგან სწორი გაანალიზება და შეფასება სჭირდება.
„გამოკვეთილია ყველა ის პირი, ვინც ამას ღიად და დაუფარავად სჩადის. ვფიქრობ, ამას ადრე თუ გვიან სათანადო პასუხი გაეცემა. ის კამპანია, რომელიც ააგორეს მინისტრ ჯანელიძის წინააღმდეგ, ყოვლად დაუშვებელია. დღეს საქართველოში ჯარი, პოლიცია, სპეცსამსახურები აბსოლუტურად დეპოლიტიზებულია. მინდა, ყველას მივმართო, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს და მოგიწოდებთ მინისტრებს, მაქსიმალურად განმარტოთ თქვენს უწყებებში მიმდინარე ცვლილებები“,- მიმართა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები