პრემიერი: თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრებს აწინაურებდნენ

თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ამ მხრივ ცვლილებები მინდია ჯანელიძემ განახორციელა და სწორედ ამით არის განპირობებული როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრებისგან წამოსული აგრესია.
“მე ის ვიცი, რომ წლების განმავლობაში თქვენს უწყებაში არ განხორციელებულა ძირეული ცვლილებები. ის კი არა, კეზერაშვილით და ახალაიათი დაწყებული, რომელი ერთი მინისტრით დამთავრებული, მათი კადრების შენახვა-დაწინაურება  წლების განმავლობაში ხდებოდა. როცა თქვენ მიხვედით მინისტრად, თქვენ დაიწყეთ ამის ცვლილებები. სწორედ ამიტომ არის ამხელა აგრესია “ნაციონალებისგან” და ასევე, ჩვენი კოალიციის ყოფილი წევრებისგან”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები