ხათუნა ხოფერია: ზურაბ ჟვანია გადაგიყოლებთ ნაციონალური რეჟიმის უმაღლეს ხელისუფალთ!

ყოფილი დეპუტატი, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლი ხათუნა ხოფერია ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. “ეს ის ზოდელავა არაა, ჰაკიმ ფაშას ფოტოებზე რომ თქვა, საქმეს არც გავცნობივარო…. არც მინახავს, ისე დავტოვეო სეიფში დოკუმენტებიო….. უი, ცოდნია თურმე რაღაცეები…. აეწვააააა!!!!!!!!!!!…. აეწვააააა!!!!!!!!!!! და გამოჩნდა… აღარ ჰყავს მფარველები და ხელშეუხებლობის გარანტიასაც აღარავინ აძლევს!!!!!!!!!!!!!!!!!“ – წერს ხათუნა ხოფერია. ამასთან, ხოფერია ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მეორე სტატუსსაც ავრცელებს: “თავდასხა, საუკეთესო თადაცვააო!!!!!!!!!!!! მიდით, მიდით, დაესხით თავს მიცვალებულს!!!!! დიახ, ზურაბ ჟვანია გადაგიყოლებთ თქვენ!!!!!! ნაციონალური რეჟიმის უმაღლეს ხელისუფალთ!!!!! დამთავრდა!!!!!! მივუახლოვდით ფინიშს!!!!! ჟვანიას მკვლელობისთვის დაისჯება ყველა და პირველ რიგში სააკაშვილი…… რუსთავი-2 ვეღარ გადაფარავს და ვეღარ დააშანტაჟებს პროკურატურას!!!!!! დაესხით თავს მკვდარს, მაგითი მკვლელ ცოცხლებს ვეღარ დაიცავთ!!!!!” – წერს ხოფერია.

ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ოჯახის სრულწლოვანი წევრები აშშ-ის ფედერალური ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას არაერთხელ გაეცნენ. ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა.

“რუსთავის 2”-ის ინფორმაციით, მათ კონფიდენციალურმა წყარომ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი მიაწოდა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა.

“დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. ნივთმტკიცებულებები დეტალურად არის აღრიცხული და დანომრილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც”, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, FBI-ის დასკვნაშია საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები