საქართველოში ელექტრონული მუსიკის განვითარების პროექტი იწყება
საქართველოს კულტურის პალატა, ქართველი ახალგაზრდების თხოვნით, გრანდიოზული მუსიკალური პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანია ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოში და ამ ჟანრის მსმენელებისთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზება.
საქართველოს კულტურის პალატის გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მსოფლიოში აღიარებული Top DJ-ების ჩამოყვანა საქართველოში. ქართველი მსმენელისთვის „Club Underwheel“ -ში 27 თებერვალს TV Noise, 14 მარტს Chris Lake, 3 აპრილს Oliver Nelson დაუკრავენ.
ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა, მათ შორის ჩატარდება წამახალისებელი ვიდეოკონკურსი, რომლის გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს iphone 6-ს. ორიგინალური ვიდეოს ავტორს კი სპეციალური პრიზი გადაეცემა.
მონაწილეებისათვის კონკურსის პირობების გაცნობა საქართველოს კულტურის პალატის ფაისბუქის გვერდზე (https://www.facebook.com/Georgian.Chamber?ref=ts&fref=ts) 16 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.
გამარჯვებულებს ორგანიზატორები 27 თებერვალს, Club Underwheel-ში დააჯილდოვებენ. პროექტში ჩართულნი არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობები.