„ამირანი – დაკარგული ლეგენდები ცოცხლდებიან“
13 თებერვალს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეა“ პირველი ქართული კომიქსის პრეზენტაციას „ამირანი – დაკარგული ლეგენდები ცოცხლდებიან“ მასპინძლობს.
„ამირანი“ მკითხველს ქართული ლეგენდების, მითებისა და ზღაპრების სამყაროში მოგზაურობას ჰპირდება.
ლეგენდარული გმირების გვერდით მკითხველი ახალ, საინტერესო პერსონაჟებს შეხვდება და მათათთან ერთად „მოჯადოვდება“ დაკარგული ლეგენდების მისტიკით. სწორედ ასეთი მისტიკური გარემო დახვდება პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს.
პრეზენტაცია იმართება წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ მხარდაჭერით.