სამხატვრო აკადემიაში სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გაიმართება

12 თებერვალს, 16:00 საათზე, 306-ე აუდიტორიაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის ორი საკითხის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება – „ბოლნისი თანამედროვე ხელოვნების ქალაქი“ გაზაფხულის ფორუმი და ბოლნისი Art House-ის შექმნის დეტალები და გეგმები.

პროექტი „ბოლნისი თანამედროვე ხელოვნების ქალაქი“ გაზაფხულის ფორუმი 21 მარტს იწყება. მანამდე 21 თებერვლიდან ცხადდება განაცხადის მიღება მათთვის, ვისაც სურს ჩაერთოს პროექტში და ისარგებლოს მასალებით, კვებით, ადამიანური რესურსით და არტრეზიდენციის სხვა სერვისით.

ხოლო ბოლნისის არტრეზიდენციის შექმნა 15 თებერვლიდან იწყება და 21 მარტამდე გრძელდება. მის ტექნიკურად გამართვაში, ასევე ახალი პროექტის მენეჯმენტში ყველა მსურველს, მოხალისეს შეუძლია ჩაერთოს.

პროექტი ხორციელდება „სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები