მგზავრის მხრიდან აფეთქების მუქარის გამო, ბერლინში თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება განახორციელა
ბერლინის აეროპორტ შენეფელდში, „Boeing-737“-მა, რომელიც პოლონური კრაკოვიდან ირლანდიის ქალაქ შენონში მიფრინავდა, იძულებითი დაშვება განახორციელა. ამ ინფორმაციას გერმანული „derwesten.de“ ავრცელებს.
პილოტმა თვითმფრინავის დაჯდომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიღო, რაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, რომ ბორტზე ბომბი აიტანა და მისი აფეთქებით დაიმუქრა.
ლაინერის დაშვების შემდეგ 195 მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. სამართალდამცავებმა 33 წლის ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ავიალაინერზე არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. 4 საათის შემდეგ თვითმფრინავმა შენონისკენ ფრენა განახორციელა.