ნატოს ყოფილი გენერალი: უკრაინაში რუსეთის რეგულარული არმია რეალურად რომ იბრძოდეს, კონფლიქტი 48 საათში დასრულდებოდა (ვიდეო)

უკრაინის ტერიროტიაზე რუსეთის რეგულარული არმია არ იბრძვის, ეს ცნობა მხოლოდ უკრაინული პროპაგანდის ნაწილია – თვლის ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ჰარალდ კუიატი. ნატოელი ექს-გენერლის სიტყვებით, რუსული ჯარი რეალურად რომ იბრძოდეს, მაშინ ომი 48 საათში დასრულდებოდა. ეს განცხადება კუიატმა გერმანული ტელეარხის „ARD”-ის ეთერში გააკეთა.
„დასავლეთისთვის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ არსებობს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ომის მოგება. თუკი იმდენად სულელები ვიქნებით, რომ ამ ომში ჩავერთვებით, ჩვენ მას წავაგებთ და ეს საშინელი კატასტროფა იქნება. რუსეთისთვის სიტუაცია სრულიად სხვანაირია. რუსეთს ამ კონფლიქტის გადაწყვეტა საომარი გზით შეუძლია. აქამდე პუტინი საკმაოდ თავშეკავებულია. შესაძლოა ეს დროებითია, მე ეს არ ვიცი და ვფიქრობ, ამის შესახებ არავინ იცის. რუსეთს თავდასხმა ნამდვილად რომ სურდეს, ეს ომი 48 საათის შემდეგ დასრულდებოდა. მე ვთვლი, რომ ეს გარკვევით უნდა ითქვას.
არა, პუტინს არ უნდა კიევზე თავდასხმა. მან ხომ თქვა, რომ თუკი მოისურვებს, ის კიევში 2 კვირის შემდეგ იქნება. ეს თარიღები გადაჭარბებულია, კიევში ის 5-6 დღის შემდეგ იქნებოდა, ხოლო კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში 48 საათში დასრულდებოდა.
ჩვენ მუდმივად გვესმის სხვადასხვა მხრიდან, რომ თითქოს იქ რუსეთის რეგულარული არმია გამოიყენება. უკრაინის პრეზიდენტი ამის შესახებ კიდევ უფრო ხშირად საუბრობს. მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომელიც ამას დამაჯერებლად დაამტკიცებდა. მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა 30 იანვარს განაცხადა, რომ ჩვენ რუსეთის არმის რეგულარულ ქვედანაყოფებთან არ ვიბრძვითო. იქ რომ რუსული რეგულარული ჯარი მონაწილეობდეს, მაშინ კონფლიქტი 48 საათის შემდეგ დასრულდებოდა. ეს აბსოლუტურად ზუსტად უნდა გავიგოთ“, – აღნიშნა კუიატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები