ეგვიპტური ორკესტრის მიერ რუსეთის ჰიმნის ცუდმა შესრულებამ პუტინი გააღიზიანა (ვიდეო)

ეგვიპტეში ვლადიმერ პუტინის ვიზიტისას კაზუსი დაფიქსირდა: ეგვიპტურმა ორკესტრმა რუსეთის ჰიმნი ცუდად შეასრულა. რუსეთის პრეზიდენტი ჰიმნის მოსმენისას ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, თუმცა პუტინმა გაღიზიანება მაინც ვერ დამალა.
რუსეთის ჰიმნი პროფესიონალმა მუსიკოსებმა, ქაიროს ოპერის ორკესტრმა შეასრულა, თუმცა მათი შესრულების შემყურეს ის აზრი გაგიჩნდებათ, რომ ეგვიპტელი მუსიკოსები აშკარად არასერიოზულად მოეკიდნენ საქმეს და წინასწარ რეპეტიციაც კი არ გაუვლიათ.
პუტინის ვიზიტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს „ეგვიპტელი ბანდერელები“ შეხვდნენ ან პუტინს ქაიროში ჰიმნის ნაცვლად „დაკრძალვის მარში“ დაუკრეს.
არაბულ ქვეყნებში რუსეთის ლიდერების ვიზიტისას ეს პირველი კაზუსი არ გახლავთ. 5 წლის წინ მაშინდელი პრეზიდენტის მედვედევის დამასკოში ვიზიტისას, სირიელმა მუსიკოსებმა რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი ასევე საშინლად შეასრულეს.
შეგახსენებთ, პუტინმა ეგვიპტეში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. ბრიტანული გამოცემა „The Independent“-ი წერს, რომ პუტინს ეგვიპტის თავის მოკავშირედ ქცევა და მისთვის იარაღის მიყიდვა სურს.

წყარო: zn.ua

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები