ზურაბ ადეიშვილს საკუთარი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი ადანაშაულებს

  ზურაბ ადეიშვილს საკუთარი უწყების მაღალჩინოსანი ზეწოლაში ადანაშაულებს და ბრალდებებს უყენებს. იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ამანათიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას იხსენებს, თუ როგორ დააკავეს იგი უკანონო დავალების შესრულებაზე უარის თქმის გამო. 2009 წელს ირაკლი ამანათიძეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო ჩაბარეს. „2010 წელს სამეგრელოს მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა მთხოვეს ბიუროს რამდენიმე კონკრეტული სააღსრულებო საქმე აღარ აღესრულებინა, რაც არ გავაკეთე. ამის შემდეგ მთხოვეს დავხმარებოდი ვიღაცების უკანონოდ დაკავებაში, რაზეც, ცხადია, უარი ვთქვი. იმ ადამიანებს, ვის დაკავებასაც მთხოვდნენ, არც ვიცნობდი და, უბრალოდ, ფულის გამოძალვა უნდოდათ, სხვა არაფერი. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა სახელმწიფო სამსახურში მოღვაწე ადამიანი და მითხრა: „ რას აკეთებ, რად გინდა, ვის უპირისპირდები, როგორც პერსონა ნონ გრატას ისე გიყურებენო“. ვკითხე, რატომ-მეთქი და მითხრა, ასე ითქვა კუდ-ში, რომ ამანათიძე ჩვენს დავალებებს არ ასრულებს, არ გენდობიან, თან შენზე კომპრომატიც კი არ აქვთ, რაც პრობლემებს შეგიქმნისო. იმ დღიდან მოყოლებული 5-ჯერ ვცადე სამსახურიდან წასვლა, ბოლოსწინა მცდელობაზე ჯაბა ებანოიძემ მითხრა, შენი წასვლა ღალატის ტოლფასიაო, თუმცა მე მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება და წამოვედი,“ – აღნიშნავს ამანათიძე. მისივე განცხადებით, ადეიშვილს გეგმა ჰქონდ აშესასრულებელი, როგორც ბიუჯეტისთვის, ასევე არაოფიციალური ე.წ. „ობშიაკი“ „ნაცმოძრაობისთვის“, რასაც ვერ ასრულებდნენ. გადაწყვიტეს, რომ მცხეთის აღმასრულებლის, ნინო ხიზანიშვილის დახმარებით, აზერბაიჯანული ბანკისთვის შეეწერათ გარკვეული თანხა, ხოლო ამანათიძის დახმარებით კიდევ 4 ადამიანისათვის, რომლებსაც მოგების სახით რაღაც გარკვეული თანხა ჰქონდათ მიღებული. ამ დავალების შერულებაზე ხიზანიშვილმა და ამანათიძემ უარი თქვეს. ირაკლი ამანათძის თქმით, 2011 წლის აგვისტოში ღმის 2 საათზე იგი პროკურატურაში დაიბარა გენინსპექციის საგამოძიებოს მაშინდელმა უფროსამა, რომელმაც უთხრა: „ზურას დავალებით ვარ ჩამოსული, ამაზე უნდა მოგვიწერო ხელი და თავისუფალი ხარო“. ამანათიძე აღნიშნავს, რომ ცრუ ჩვენების საფუძველზე უნდოდათ სწორედ იმ ადამიანების დაკავება, ვის დაკავებაშიც დახამრებას 2 წელია, თავად მას სთხოვდნენ. მას შემდეგ, რაც იუსტიციის ყოფილი თანამშრომლისგან გენინსპექციის საგამოძიებოს ყოფილმა უფროსმა კატეგორიული უარი მიიღო, მას უთხრა: „შენ რას დაეძებ, ჩვენ ამათ მაინც დავიჭერთ შენ გარეშე. შენ ხელი მოგვიწერე და წადი, თუ ამას არ გააკეთებ, იძულებული ვიქნები, დაკავების ოქმი შეგიდგინო“. ამის შემდეგ შეადგინეს დაკავების ოქმი. დანიშნეს სააღსრულებოს ახალი უფროსი და მას დააწერინეს, რომ ეს 4 ადამიანი დამნაშავეა და, რომ ამანათიძემაც იცოდა ამ დანაშაულის შესახებ. ყოფილ მაღალჩინოსანს, ამანათიძეს დახამარებას ინდმეწარმის, იროდი მირცხულავას დაჭერაში სთხოვდნენ. მისივე თქმით, მირცხულავს არ ჩაუდენია დანაშაული და მისთვის, უბრალოდ ფულის „შეწერება“ უნდოდათ, ხოლო სააღსრულებლოს უფროსი, ვინც მათ დაეხმარა, დღსაც მუშაობს. დაკავებულ ამანათიძეს ბრალად დასდეს თანამდებობის ბოროტად გამოყენება, შემდეგ თაღლითობა და ბოლოს დანაშაულის დაფარვა. „შემოვიდნენ და მითხრეს, შენი ოჯახი საფრთხეშია, შენი შვილი ცუდადაა, მოაწერე ხელი მაგ საპროცესოს და დაგვანებე თავიო. მოვუწერე ხელი. ჩემებმა ადეიშვილის „ფონდისთვის“ შეაგროვეს 20 000 ლარი
და ამის შემდეგ გამათავისუფლეს“, – ამბობს ირაკლი ამანათიძე. მისივე განცხადებით, იგი მზად არის, დაასახელოს კონკრეტული გვარები, ვინც ამ უკანონობაში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები