ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი გუნდის წევრების უკრაინაში ექსტრადირება არ მოხდება
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის კიევისთვის ექსტრადირების საკითხი არ განიხილება. როგორც რუსეთის პროკურორმა, იური ჩაიკამ “ინტერფაქსს” განუცხადა, აღნიშნული საკითხი არც კი განიხილება.
„უკრაინის გენერალური პროკურორის მოთხოვნა, იანუკოვიჩის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით, არ განიხილება. ჩვენ ამაზე უარს ვაცხადებთ, რადგანაც უკრაინის დღევანდელ მთავრობას იანუკოვიჩის პოლიტიკური მიზნებით გასამართლება სურს”, – განაცხადა ჩაიკამ.
იანუკოვიჩის გარდა პოლიტიკური თავშესაფრით რუსეთს მისი გუნდის სხვა წევრებმაც მიმართეს. მათ შორის: ვიქტორ პონტასმა, ვიტალი ზახარჩენკომ, მიკოლა აზაროვმა და ალექსანდრ იაკიმენკომ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში არც მათი ექსტრადირება მოხდება.