დებალცევოს საზღვრებთან რუსულმა ჯარმა სამხედრო წვრთნები დაიწყო

უკრაინის საზღვართან ახლოს, დებალცევოს ტერიტორიაზე რუსულმა სამხედრო ჯარებმა წვრთნები დაიწყეს. როგორც “ინტერფაქსი” იუწყება, აღნიშნულ წვრთნაში 30-მდე მძიმე ჯავშანტექნიკა და 2000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ 8 თვე დარჩებიან.
მსგავსი წვრთნები რუსეთის მხრიდან არაერთხელ ჩატარებულა, თუმცა ამჯერად, ევროკავშირის მიერ ინიცირებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, საზოგადოების ნაწილისგან წვრთნებს განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა და ის პროვოკაციად ფასდება.
შეგახსენებთ, დღეს, დილით, ბერლინში ნორმანდიის ოთხეულის შეხვედრა გაიმართა. უკრაინის ელჩმა კი შეხვედრა, რომელშიც, უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები მონაწილეობდნენ, “საგრძნობლად შედეგიანად” შეაფასა.
ოფიციალური განცხადება წვრთნებთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები