საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეის სასახლეში მოროკოს მეფეს უმასპინძლა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ელისეის სასახლეში მოროკოს მეფეს, მუჰამედ მე-6-ს უმასპინძლა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ტერორიზმის დაძლევის გზები განიხილეს. გარდა ამისა, მათ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივებზეს ისაუბრეს და მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი, სახელად ” დინამიკური სანდო და ამბიციური ურთიერთთანამშრომლობა”.
როგორც საინფორმაციო საშუალება “როიტერი”იუწყება, მოროკოს მეფემ უკვე დატოვა საფრანგეთი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი მომდევნო შეხვედრა მარტში გაიმართება, მაგრამ ამჯერად ოფიციალური ვიზიტით მაროკოში საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავა.