„ეროსი კიწმარიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაცია ჰქონდა, ამის გამო მოიშორეს“

„ეროსი კიწმარიშვილი უდიდესი ინფორმაციის მატარებელი იყო. მას ძალიან ბევრი და სკანდალური ინფორმაცია ჰქონდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით“ – აცხადებს ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
როგორც ჯონდი ბაღათურია ინტერვიუში აღნიშნავს, ყოფილი დეპუტატის მტკიცებით, გარდაცვლილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციებს ფლობდა. მისი თქმით, ინფორმაცია კიწმარიშვილს პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის სხდომაზეც უნდა გაეჟღერებინა, თუმცა, „ნაციონალებმა“ არ აცალეს. ეროსი კიწმარიშვილი უდიდესი ინფორმაციის მატარებელი იყო. მას ძალიან ბევრი და სკანდალური ინფორმაცია ჰქონდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის ამის გამო მოიშორეს.
„2008 წლის ომი უცბად არ დაწყებულა. ამას წინ მოლაპარაკებები უძღოდა. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ერთი შეხვედრა თბილისში, მეორე კი იტალიაში გაიმართა.
გამოძიება ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს. უნდა დადგინდეს, ვის და რატომ ხვდებოდა ფარულად მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ დეტალურად იცოდა ეროსი კიწმარიშვილმა. მე როგორც ვიცი, 2008 წლის ზაფხულში რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული შეხვედრები და ფარული მოლაპარაკებები ხდებოდა. ამ შეხვედრებს სააკაშვილი თავის ხელისუფლებასთან ერთად აწარმოებდა. შეხვედრებში ეროსი კიწმარიშვილიც მონაწილეობდა“, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა.
ბაღათურიას თქმითვე, ამ შეხვედრის შესახებ დღევანდელი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელიც არის ინფორმირებული. მისივე ინფორმაციით, მათ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ფარული მოლაპარაკებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები