გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების დაკისრებას თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი პირებიც შეძლებენ
გარემოს დაბინძურებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და დაჯარიმების უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც ექნებათ.
ცვლილებები პარლამენტის მიერ ახლად მიღებულ “ნარჩენების მართვის კოდექსში” შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
პროექტის ავტორია თბილისის მერია, ხოლო ინიციატორი – დეპუტატები: ირაკლი ტრიპოლსკი და გია ჟორჟოლიანი.
ამჟამად ეს უფლებამოსილება მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლებს გააჩნიათ.
“დაჯარიმება იურიდიულ პირსაც უნდა შეეძლოს. დღესდღეობით ამ რეგულაციას თბილისში “თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს, თუმცა ამას კანონის სათანადო ნორმის არარსებობის გამო, ვერ ახერხებს”, – განმარტავს ირაკლი ტრიპოლსკი.
“ნარჩენების მართვის კოდექსში” შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს.