გია სოსანაშვილს პოლიციაში მუშაობა ირაკლი ფირცხალავამ დააწყებინა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გია სოსანაშვილი 2005 წელს კრიმინალურ პოლიციაში სამუშაოდ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა ირაკლი ფირცხალავამ მიიყვანა – ამის შესახებ გაზეთი „ალია“ სტატიას აქვეყნებს. ამავე სტატიაშია ნათქვამი, რომ ირაკლი ფირცხალავას და გია სოსანაშვილს ახლო მეგობრობა აკავშირებდათ.
„სოსანაშვილი ფირცხალავას კრიმინალურ პოლიციაში სამუშაოდ 2005 წელს წაუყვანია, როცა თავად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. გარდა ამისა, წყარო აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა გია სოსანაშვილთან კასპში, მის სახლში არის ნამყოფი და იქ უქეიფია კიდეც. ამბობენ, რომ სოსანაშვილი კრიმინალური პოლიციის იმ დაჯგუფების წევრი იყო, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას პოლიტიკური ოპონენტების დევნით, მათთვის იარაღის, ნარკოტიკების ჩადებით და სხვა უკანონო გზებით სისხლის სამართლის საქმეების „შეკერვით“ იყვნენ დაკავებულნი“, – წერს გამოცემა.
გაზეთის წყაროს თქმით, სოსანაშვილი ფირცხალავას ერთ-ერთი ყველაზე ერთგული თანამშრომელი იყო და მისი არაერთი უკანონო დავალება შეასრულა.
„გამოძიება ამ ეტაპზე სწორედ ფირცხალავასა და სოსანაშვილის ძველი და მჭიდრო კავშირების დადგენით ყოფილა დაკავებული და ამ მხრივ ხელშესახები წარმატება ჰქონია. სოსანაშვილის არაერთი ყოფილი თანამშრომელია დაკითხული, რომლებიც ადასტურებენ, რომ ის ფირცხალავასთან მეგობრობდა და მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობა არ ჰქონდა“,- წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები