„112“-ის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაციები ჩაუტარეს
„112“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლები მცხეთის მე-2 და რუსთავის მე-11 საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.
მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის პრეზენტაციები ჩატარდა და მოზარდებმა სამსახურის მუშაობის სპეციფიკის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს.
შს სამინისტროს ცნობით, სკოლის მოსწავლეებმა შეიტყვეს, რა შემთხვევაში უნდა ისარგებლონ გადაუდებელი დახმარების ნომრით, რომელი სამსახურების გამოძახებაა შესაძლებელი „112“-ზე დარეკვით და კანონით გათვალისწინებული რა სანქციები არსებობს ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში.
მოსწავლეებმა „112“-ის წარმომადგენლებთან ერთად თემატური დავალებები შეასრულეს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. შეხვედრის ბოლოს, მოზარდებს „112“-ისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
აღნიშნული ღონისძიება „112“-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განხორციელდა.
11 თებერვალი „112“-ის დღედ 2009 წელს გამოცხადდა. საქართველოში უკვე სამი წელია, რაც გადაუდებელი დახმარების ნომერი ფუნქციონირებს და „112“-ის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება ყოველწლიურად აღინიშნება.