ქუთაისში ავტოავარიისას დაღუპული გოგონას ახლობლებმა აქცია გამართეს

სამი დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვილილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს.
ისინი იმ ავტომანქანის მძღოლის დაკავებას ითხოვენ, რომელიც ახალგაზრდას დაეჯახა.
ოჯახის წევრები პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები