უკრაინაში მობილიზაციის პროცესი იწყება
დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მობილიზაციის პროცესი იწყება. დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ დღეიდან ის 100 ათასი მოხალისე მეომრის შეგროვებას იწყებს. ლუგანსკის დე ფაქტო პრეზიდენტმა იგორ პლოტნიცკიმ კი განაცხადა, რომ მოხალისე ჯარისკაცები ლუგანსკს დღეს ძალიან სჭირდება. უკრიანის აღმოსავლეთში ეს რიგით მეოთხე მობილიზაციის პროცესი იქნება.