ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან დასაცავად ბალტიისპირეთს 1000 სამხედროს გაუგზავნის
ბრიტანეთი, რუსეთის აგრესიისგან დასაცავად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს – ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს, ჯამში, 1000 სამხედროს გაუგზავნის. ბრიტანეთში შიშობენ, რომ რუსეთის აგრესია შესაძლოა, ბალტიისპირეთსაც შეეხოს და ნატოს წევრი ქვეყნები დააზარალოს.
როგორც საინფორმაციო საშუალება “რია.ნოვოსტი” იუწყება, სამხედროების გარდა, ბრიტანეთი ზემოხსენებულ ქვეყნებში მძიმე ჯავშანტექნიკასა და “ტაიფუნის” ტიპის 4 სამხედრო ავიალაინერსაც გააგზავნის.