გია სოსანაშვილის ადვოკატს საქმის მასალები უკვე გადასცეს
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატს საქმის მასალები უკვე გადასცეს.
როგორც სოსო ჯოგლიძე აცხადებს, მასალების გაცნობას, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე შეძლებს.
ადვოკატის ინფორმაციითვე, გია სოსანაშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს. პროცესი 14:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა გუშინწინ დააკავეს. მას ბრალად იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ედება. საგამოძიებო ორგანო სოსანაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. საქმე აღძრულია 109-ე მუხლით, რაც 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.