სოსანაშვილმა ცხინვალში სპირტის საწყობი ააფეთქა – “ოსებმა მისი ლიკვიდაციისთვის ჯილდო დააწესეს”

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სოსანაშვილი, რომელიც შს სამინისტროდან დათხოვილი იყო, პოლიციის როგებში შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აღადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, გიორგი სოსანაშვილს წალკაში მეტსახელად „სოსანას“ ეძახდნენ და მას გაწვრთნილ „ბოევიკად“ იცნობდნენ. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ სოსანაშვილი კაცს ისე მოკლავდა, თვალსაც არ დაახამხამებდა. გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციებს ერთ-ერთ ყოფილ პოლიციელზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა პოლიციელის ვინაობას არ ამხელს.
„სოსანაშვილს წალკაში მეტსახელად „სოსანას“ ეძახდნენ, ძალიან გამოცდილი და გაწვრთნილი „ბოევიკი“ ყოფილა. კაცს ისე მოკლავს, თვალს არ დაახამხამებს.
სოსანაშვილი თვითონ ჰყვებოდა, 2008 წლის ომამდე, სააკაშვილის ხელისუფლების დავალებით, ცხინვალის ტერიტორიაზე როგორ განახორციელა დივერსიული აქტი, კერძოდ, სოსანაშვილმა ცხინვალის ტერიტორიაზე სპირტის საწყობი ააფეთქა, რის გამოც ოსურმა მხარემ სოსანაშვილის დაპატიმრების ან ლიკვიდაციისათვის სერიოზული ფულადი თანხა დააწესა!
სოსანაშვილი წალკაში პოლიციელებთან იმასაც ყვებოდა, რომ 2008 წლის ომის დროს, მან ე.წ. „ჩორნი ხოდებით“ და მოკლე გზებით, პირადად შეიყვანა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და მათი თანმხლები პირები. 2008 წლის ომის შემდეგ, სოსანაშვილი ერთი პერიოდი, პოლიციიდან გაუშვიათ, რის გამოც იგი წუწუნებდა, შს სამინისტროს მაღალჩინოსნები ძმას მეძახდნენ და ახლა ფეხებზე დამიკიდესო. შემდეგ სოსანაშვილი, პოლიციაში პირადად მერაბიშვილს აღუდგენია და იგი ამ დრომდე წალკაში, კერძოდ, ავრალის პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა“, – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ერთ-ერთ ყოფილ პოლიციელზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები