ბულგარეთი საქართველოს, უკრაინას, რუსეთსა და ბელორუსიას სავიზო რეჟიმს უმარტივებს

ბულგარეთი საქართველოს, უკრაინას, რუსეთსა და ბელორუსიას სავიზო რეჟიმს უმარტივებს. ინფორმაცია ამის შესახებ ბულგარეთის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. რამდენადაც ცნობილი ხდება, აღნიშნულ ქვეყნებთან ერთად, სავიზო რეჟიმი შესაძლოა, სომხეთსა და ყაზახეთსაც გაუმარტივდეს. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დენიელ მიტოვი აცხადებს, რომ რეგულაციების გამარტივება ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები