სააკაშვილი პოროშენკოზე სექსუალური შინაარსის კომპრომატს ფლობს – რა შუაშია მერაბიშვილი

რა გაუჩალიჩა სააკაშვილმა “მეგობარ“ პოროშენკოს – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სანდრო წყაროზე დაყრდნობით პოროშენკო-სააკაშვილის ურთიერთობაზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ პეტრო პოროშენკო ქართული სპეცსამსახურების მიერ 2009-2010 წლებში ყოფილა “დავერბოვკებული“.
სანდო წყარო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები უკრაინის პრეზიდენტზე მაკომპრომეტირებელ ვიდეომასალებს ფლობენ.
მისი მტკიცებით, ვიდეოზე ასახულია პეტრო პოროშენკოს ინტიმური კავშირი მისივე ხელისუფლების ერთ-ერთი პოლიტიკოსის მეუღლესთან.
წყაროს თქმით, “ნაციონალური მოძაობის“ ლიდერები ფლობენ ვიდეოს, რმელზეც ასახულია, თუ როგორ ამყარებს პეტრო პოროშენკო სექსუალურ კავშირს რამდენიმე მოდელთან.
წყაროს თქმით, მაშინ პოროშენკო ბიზნესში იყო და თანაკურსელ სააკაშვილის მეშვეობით ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
მისივე თქმით, პოროშენკო მათ ხშირად მასპინძლობდა უკრაინაში. “პოროშენკოს “დავერბოვკების“ სპეცოპერაცია უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს აუყვანია კონტროლზე. ამ ოპერაციას, წყაროს თქმით, ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ ვანო მერაბიშვილის შერჩეული ხალხი მიემგზავრებოდა უკრაინაში. ისინი იმდენად დაუახლოვდნენ პოროშენკოს, რომ ერთად ღრეობებსაც აწყობდნენ და უკრაინის მომავალი პრეზიდენტი მათ გასართობად უკრაინელ მოდელებსაც სთავაზობდა. წყარო აცხადებს, რომ სწორედ ამ პერიოდში იგდეს ხელში ქართველმა სპეცსამსახურებმა პოროშენკოს მაკომპრომეტირებელი მასალები. მისი თქმით, მან თავად არ უნახავს ეს მასალები, მაგრამ დაზუსტებით იცის, რომ ესენი მინიატიურული ფარული ჩანაწერებია, მათ შორის, სექსუალური ხასიათისა, რომლებიც გადაღებულია პოროშენკოს ერთ-ერთ აგარაკსა და იახტაზე. ერთ-ერთ ვიდეოზე დაფიქსირებული ყოფილა პოროშენკოსა და ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსის მეუღლის სექსუალური აქტი. ეს პოლიტიკოსი დღეს მისი ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერია, ასევე, პოროშენკოსა და უკრაინის შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლის სექსი და პოროშენკოსა და ცნობილი უკრაინელი მოდელების სექსორგიები. ეს ვიდეოები რომ გასაჯაროვდეს, პოროშენკო მხოლოდ დიდ სკანდალში კი არ გაეხვევა, არამედ მის მრავალმილიარდიან ქონებასაც დაემუქრება საფრთხე. პოროშენკოს მეუღლემ ქმრის ღალატის გამო მასთან განშორება თუ გადაწყვიტა, ცხადია, მეუღლის ქონების ნახევარსაც თან წაიღებს. ეს კი პოროშენკოს 1.3 მილიარდ დოლარად შეფასებული ბიზნესიმპერიის დანგრევის ტოლფასია“,- წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები