ბაღდადში „კამიკაძე“ ტერორისტის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას 15 ადამიანი შეეწირა

 

ერაყის დედაქალაქში „კამიკაძე“ ტერორისტის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არიან დაშავებულებიც. შემთხვევა ბაღდადში, კადამიას დასახლებაში მოხდა. მოსახლეობის უმრავლესობა აქ შიიტი მუსულმანია. ტერქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ტერაქტი რადიკალი ისლამისტების მიერ არის ორგანიზებული.
ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს ბაღდადში მომხდარი რიგით მესამე აფეთქებაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 70 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები