საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირისგან გამოყოფას არ გეგმავს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციფრასმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საბერძნეთი ევროკავშირისგან გამოყოფას არ გეგმავს. ციფრასს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საკუთარი გეგმა აქვს. ის აცხადებს, რომ მდგომარეობიდან გამოსვლა საბერძნეთისთვის საკმაოდ ხანგრძლივი, თუმცა შედეგიანი პროცესი იქნება. პრემიერ-მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ევროკავშირის მიმართ არსებულ დავალიანებას – 24 მილიარდ ევროს საბერძნეთი აუცილებლად გადაიხდის და არც ევროკავშირის შემადგენლობიდან გავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები