გია სოსანაშვილის პირადი მიმოწერა გასაჯაროვდა – “შენ არ მიცნობ, ვინ ვარ, მე კი გიცნობ”…

გაზეთი „პრაიმტაიმი“ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლის, გიორგი ყუფარაძის მიმოწერას აქვეყნებს.
ფეისბუქის მეშვეობით 2014 წლის 19 ნოემბერს გია სოსანაშვილი ყუფარაძეს წერს:
„გამარჯობა. მე მგონი, ბოდიში უნდა მოგვიხადო მე და ჩემს მეგობრებს, ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი. რა დაგიშავე შენ, ან ნებისმიერს, ასეთი სტატია, რომ დაწერე. მიცნობ, საერთოდ, ვინ ვარ, რა გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის. რატომ ქენი ეგ საქმე, შენ კი არა, საერთოდ, რა დავაშავეთ, მე ან ჩემმა მეგობრებმა, რომლებსაც საერთოდ არ იცნობ. მე რომ შენზე გლახა ვთქვა, მართალი ვიქნები და, საერთოდ, ბოდიშის მოხდა ცუდი არ არის. შენ ჩემს ადგილას სასამართლოში მიჩივლებდი. უბრალოდ ჯობია, გამიცნო, დათო მელაპარაკა შენზე“. ამის შემდეგ სოსანაშვილი ყუფარაძეს 21 ნოემბერს ეხმიანება და დაჟინებით მოითხოვს პასუხს, რატომ ფიგურირებს მისი სახელი ზემოხსენებულ სტატიაში. 21 ნოემბერი, 2014 წელი, გია სოსანაშვილი: „პასუხი გამეცი, როგორც ბრალდებულს და მე თვითონ მოვიხდი ბოდიშს მედიით. რა დავაშავეთ, ვინ შთაგაგონა. შენ ხომ იცნობ პოლიციელებს, გიო“. „შენ პარტიელებთან შეგხვდები, ბევრი მეგობარი მყავს. უბრალოდ მითხარი, რატომ დაწერე ჩემზე და ჩემს მეგობრებზე აუგი. შენ თუ გგონია, ვერ გიჩივლებ, შემცდარხარ. არ მოგასვენებ კანონიერად. შენ არ მიცნობ, ვინ ვარ, მე კი გიცნობ, დანაშაული გამოიკვეთა. იცოდე, გიჩივლებ“. 21 ნოემბერი, 2014 წელი, გიორგი ყუფარაძე: „რა, მემუქრები? სადაც გინდა, იქ მიჩივლე. მე მეგონა, მართლა შევცდით თქვენ მიმართ, მაგრამ შენი ქმედებებით მიდასტურებ, რომ პირიქითაა საქმე. სადაც გინდა, იქ მნახე და იქ იჩივლე. სტატიას რაც შეეხება, რედაქციის გაბუქებულია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები