ანგელა მერკელი სამშვიდობო შეთანხმებას ობამასთან ჩაიტანს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინაში არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით შექმნილ სამშვიდობო გეგმას აშშ-ში ჩაიტანს და ბარაკ ობამას გააცნობს. როგორც საინფორმაციო საშუალება “როიტერი” იუწყება, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეები უკრაინაში სამხედრო შეიარაღების საკითხსაც განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების თანახმად, წევრი ქვეყნები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება – არ მიწოდების საკითხს. რაც შეეხება აშშ-ს, თეთრ სახლს ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა სენატორი ჯონ მაკკეინი ხმამაღლა აცხადებს, რომ აშშ-ს მხრიდან უკრიანისთვის სამხედრო შეიარაღებით უზრუნველყოფა, მათ შორის, ლეტალური იარაღითაც აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები