ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ დონბასში რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილები იბრძვიან (ვიდეო)
რუსული ტელეარხის „ენ-ტე-ვეს“ ეთერში ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ დონბასში რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილები იბრძვიან. ტელეარხ „დოჟდის“ ტელეწამყვანის ამ განცხადებამ გადაცემა „ნორკინის სიის“ სტუდიაში შეკრებილი რუსული მედიის სხვა წარმომადგენლების და სტუმრების გაღიზიანება გამოიწვია. სობჩაკი მათ ყვირილით და შეძახილებით ტყუილში დაადანაშაულეს. სობჩაკმა დისკუსიისას აზრის ნორმალურად გამოთქმის უფლება ითხოვა, რისი საშუალებაც ჟურნალისტს არ მიეცა. სობჩაკმა ეთერის მიტოვებით დაიმუქრა და წამყვან ანდრეი ნორკინის გადაცემას პროპაგანდისტული უწოდა.