საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი და ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, მაღალმთიან რაიონებში თოვლი, ხოლო ბარში თოვლჭყაპი და წვიმაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება ჰაერის მოსალოდნელ ტემპერატურას, სინოპტიკოსების თქმით, ტემპერატურა დაიკლებს.
“უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი, მაღალ მთაში ითოვებს, ბარში წვიმას და თოვლ-ჭყაპს ველოდებით“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დოდო გვაზავას თქმით, თქმით, ტემპერატურა დაიკლებს.
“დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში, მათ შორის თბილისში ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება“, – აღნიშნა გვაზავამ. სინოპტიკოსები დედაქალაქშიც თოლ-ჭყაპს ვარაუდობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები