თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

დღეს, ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს გაზმომარაგება დროებით შეუწყდებათ. აღნიშნულის მიზეზი მიწისქვეშა ავარიული საშუალო წნევის გაზსადენის რეკონსტრუქციია.
როგორც “ყაზტრანსგაზის” ცნობით, ნაძალადევის რაიონში ზესტაფონის ქუჩაზე გამავალი მიწისქვეშა ავარიული საშ/წნევის გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, 11.00-დან 16.00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ ზესტაფონის, ბენდელიანის, ცისარტყელის, წიწამურის, ხვინგიას, ტრიკოტაჟის, ნათაძის, ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს.
მათ შორისაა ზესტაფონის ქუჩაზე მდებარე #4 პურის ქარხანა, ტრიკოტაჟის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ევროპარკი”, შპს ,,ხაბაზი 77″, ერისთავის ქუჩაზე მდებარე შპს ,,კოლხი”, სს ,,უნივერსალი”, ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ქართულ-ამერიკულ სკოლა, შპს ,,ნილსი”, სს ,,ანა ჯგუფი”, შპს ,,ტკბილი ქვეყანა”, შპს ,,მითანა”, მექანიზაციის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ახალი პროდუქცია”, შპს ,,ლაგი 98″ და სხვა კომერციული ობიექტები.
გაზის მიწოდება საღამოს 16:00-დან ეტაპობრივად აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები