თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირისა და უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას შესახვევის, ალადაშვილის, დმანისის, ჩუბინიძის, მარტყოფის, მთავარანგელოზის, ფაბრიციუსის და ხივინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ქეთევან წამებულის გამზირის, წულუკიძის, წინანდლის და კასპის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის და ბუაჩიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.