გიორგი გაბედავა: ის, რომ მკვლელი პოლიციელი იყო, თავიდანვე ვივარაუდე

გიორგი გაბედავა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნის ფაქტს ეხმაურება. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ფაქტი, რომ მკვლელი პოლიციელი იყო, მან თავიდანვე ივარაუდა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა.
„ჩემი ვარაუდი გამართლდა… მკვლელი მოქმედი პოლიციელია!!! ადამიანი, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ყველანაირ ინფორმაციაზე!!! პატივს ვცემ ირაკლი შოთაძეს, ყველა საქმეს ასე გულით მოეკიდეთ! ის, რომ მკვლელი პოლიციელი იყო, მარტივი ლოგიკით მივხვდი.
იური დაკრძალვაზე იყო ჩასული, მანამდე მან ტელეფონით ესაუბრა ახლობლებს კასპში და აცნობა მათ, რომ ჩასვლას აპირებდა. მკვლელმა იცოდა, რომ ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აუცილებლად მივიდოდა. იქ კი, საყვავილეში დახვდა ნაღმი. ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო და ცალსახად ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებას უკავშირდება.
ზურა ვაზაგაშვილის საქმე უკვე გახსნილი იყო და ბევრი კითხვა ჩნდებოდა ყოფილი მაღალჩინოსნების თუ მათი ხელმძღვანელების მიმართ. ბევრი რამ, რაც იურიმ სიცოცხლეში ვერ მოასწრო ეთქვა, მაინც გაირკვა…სიმართლე არასოდეს იმალება“, – განაცხადა გიორგი გაბედავამ „კვირასთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები