ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას უნივერსიტეტის დაარსებიდან 97 წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის პროფესორ-მასწავლებლებსა და კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დაბადების დღეს ულოცავს.
„8 თებერვალი უნივერსიტეტის დაარსების დღეა. ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა მის კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს.
97 წლის წინ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა დააარსეს ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა, სადაც შესაძლებელი გახდა ეროვნული და ევროპული ღირებულებების შერწყმა, ზოგადსაკაცობრიო იდეალების მსახურება. ამიტომაც ათწლეულების განმავლობაში უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის განათლების, ქართული მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უპასუხოს ყველა თანამედროვე მოთხოვნას, შეინარჩუნოს და შეასრულოს მთავარი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები