„სააკაშვილი თავისი პროვოკაციული განცხადებებით უკრაინასთან ერთად საქართველოსაც უქმნის საფრთხეს“

სააკაშვილი თავისი პროვოკაციული განცხადებებით უკრაინასთან ერთად საქართველოსაც უქმნის საფრთხეს, – ასე აფასებს “კვირასთან“ ექსპერტი ზურაბ ბიგვავა მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინულ ტელეარხ “24”-თან გაკეთებულ, განცხადებას, რომ “უკრაინის არმიას რუსეთის დაპყრობა შეუძლია“.
ბიგვავა საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს. მისი თქმით, მაშინ, როცა თავად უკრაინის ლიდერებიც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ცდილობენ, სააკაშვილი „იარაღის ჟღარუნზე“ საუბრობს და ისედაც დაძაბული პროცესის კიდევ უფრო დაძაბვას ცდილობს.
„სააკაშვილმა ძალიან პროვოკაციული განცხადება გააკეთა, ის მსგავსი ტიპის განცხადებებით უკრაინასთან ერთად გარკვეულწილად საქართველოსაც უქმნის საფრთხეს. ჩვენი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელსაც ის უკრაინასთან აწარმოებს სრულიად სწორია. მთელი მსოფლიო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები ვითარების მშვიდობიანი გზებით დასტაბილურებას ცდილობს, სააკაშვილი კი თავისი მერკანტილური მიზნების მისაღწევად არაფერს ერიდება“, – განუცხადა „კვირას“ ზურაბ ბიგვავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ერთ-ერთი უკრაინულ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ უკრიანას რუსეთის დაპყრობის რესურსი ნამდვილად აქვს, ერთადერთი ხელის შემშლელი პირობა კი მოძველებული ჯავშანტექნიკაა.
„უკრაინულ სამხედრო ძალებს, რუსეთის მთლიანად დაპყრობა შეუძლიათ. ერთადერთი, რაც მათ ეხლა ხელს უშლით, მათი მოძველებული ჯავშანტექინკაა, თუმცა თუ ამერიკა უკრიანას თავისი ახალი ტექნიკით მოამარაგებს, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება, გაანადგურებს, პირველ 50 რუსულ ტანკს და ყველაფერი სხვაგვარად განვითარდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები