„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის მიმართ არავითარი ინტერესი არ მაქვს“
საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის მიმართ არავითარი ინტერესი არ აქვს.
„ამ თანამდებობის მიმართ მე არავითარი ინტერესი არ მაქვს. რომ მდომოდა, მე ამ თანამდებობაზე ვიყავი და იქიდან ჩემი ნებით წამოვედი. ასე რომ, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თითქოს მე კანდიდატებს შორის ვიყო დასახელებული, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ჭანტურიამ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ამ დრომდე კანდიდატებად დასახელდნენ: უმრავლესობის დეპუტატი თინა ხიდაშელი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ირაკლი ბურდული და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე.