საავტომობილო გზებზე მოძრაობა თავისუფალია

დილიდან დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობაა მომატებული, ყველა რეგიონში მცირე ნალექია თოვლის სახით, თუმცა რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის მიუხედავად, საავტომობილო გზებზე გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად ხორციელდება. რიკოთის უღელტეხილზე გზა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ40 (ჭერათხევი) მონაკვეთზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ40-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს და გადაადგილება აღნიშნული მიმართულებებით თავისუფლად ხორციელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია, რათა საჭიროების შემთხვევაში გზების გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები