ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ნახევრადოკუპაციის პირობებში ცხოვრებას არ აპირებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ფრანსუა ოლანდისა და ანგელა მერკელის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმაზე უარს აცხადებს. “რუსეთი ნახევრადოკუპაციის პირობებში ცხოვრებას არ აპირებს. თუმცა, თუ ეს ვინმეს მოსწონს, მას შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც სურს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
როგორც საინფორმაციო საშუალება “რუსული გაზეთი” იუწყება, პუტინს არც ომი სურს. “ჩვენ არავისთან ვაპირებთ ომს, პირიქით, ჩვენ თანამშრომლობა გვსურს. ყველა მცდელობა იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკა შეიზღუდოს, ვგულისხმობ სანქციებსაც, სიკეთეს არავის მოუტანს. ისეთი ქვეყნის წინაშე, როგორიც რუსეთია, ისინი ეფექტურები ვერასდროს იქნებიან”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.