პუშკოვ – როგოზინი სოციალურ ქსელში სააკაშვილის შესაძლებლობებს განიხილავდნენ

 რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლებობებს სოციალურ ქსელში განიხილავდნენ. “სააკაშვილი დარწმუნებულია, თითქოს ის დიდი გენერალია და მისი “დამპყრობლური” გამოცდილების მეშვეობით, რომელიც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამოავლინა, რუსეთსაც დაიპყრობს”, – წერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი.
“ტვიტერში” მის მიერ გაკეთებულ სტატუსზე საპასუხოდ კი, დიმიტრი როგოზინი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის ილუზია იყო და რეალობისგან შორს იდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები