ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის შედეგებს გაეცნობიან

ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიების დეტალების გასაცნობად ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, კიწმარიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, თბილისის პროკურატურაში გეგმავს მისვლას.
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მათი ვერსია მკვლელობის შესახებ უცვლელია და იმედოვნებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები დღეს დადასტურდება.
მისივე თქმით, მათ აინტერესებთ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და რა შედეგით დასრულდა მათი მოთხოვნით ჩატარებული ექსპერტიზა.
“ჩვენი შეხვედრის დღევანდელი მიზანია, რომ დაცვის მხარე გაეცნოს უკვე იმ მასალებს, რა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაც მოსთხოვა თავად დაცვის მხარემ. ეს ხდება ეროსი კიწმარიშვილის საქმის სრულყოფილად გამოსაძიებლად. ჩვენ გავეცნობით ჩვენი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს”, – გაგი მოსიაშვილმა.
ვოლსკი „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას პოლიტიკურ კეკლუცობას უწოდებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის კრიტიკას ეხმაურება.
მისი თქმით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოთქმული შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული და ასახულია.
როგორც დეპუტატი აცხადებს, რეკლამაზე რეგულაციის დაწესებას ევროსტანდარტი ითხოვს.
მისივე განცხადებით, პროექტის ამოქმედების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2-ის“ შენიშვნები არ განიხილება.„ეს არის ევრორეგულაცია და, პრაქტიკულად, ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია, მათ შორის “რუსთავი 2“ -ის შენიშვნებიც. ერთადერთი საკითხის გარდა. ეს პოლიტიკური კეკლუცობა და სპეკულაცია მხოლოდ იქით არის მიმართული, რომ ის ცოდვები, რაც მედიისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით ახასიათებდა წინა ხელისუფლებას, გადმოაწერონ ახალ ხელისუფლებას”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტარებმა, გუშინ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარეს კენჭი, რომლის დროსაც ხმები ასე გადანაწილდა: 63 მომხრე, 30 წინააღმდეგი.
„მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში.
მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ საკითხს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, მოთხოვნები, რომლებიც კანონმდებლებმა წარმოადგინეს, ევროდირექტივის მოთხოვნებს აცდენილია და ზიანს მხოლოდ ტელეკომპანიას მიაყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები