არსებული ინფორმაციით, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძარცველებმა ქალი მოკლეს
ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მძარცველებმა გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს. გარდაცვლილი ვაგზლის ბაზრობაზე ბანანით ვაჭრობდა.