აფხაზოლოგიის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა

5 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის საკონფერენციო დარბაზში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტმა ახლად შექმნილი აფხაზოლოგიის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გამართა.
ბიბლიოთეკის ვებგვერდზე განთავსებულია 1991 წლის შემდეგ აფხაზი და ქართველი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ლექსიკონები, სახელმძღვანელოები და განსხვავებული თვალსაზრისების შემცველი სამეცნიერო ნაშრომები შემდეგ დარგებში: ენათმეცნიერება, ისტორიოგრაფია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა, ლიტერატურისმცოდნეობა და ხელოვნებათმცოდნეობა. მთლიანობაში ელექტრონული ბიბლიოთეკა ამ ეტაპზე 120-ზე მეტ ნაშრომს მოიცავს. პროექტის განხორციელება ხელს უწყობს აფხაზ და ქართველ მეცნიერთა შორის სისტემატური, კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობის განახლებას, ნდობის აღდგენას, წარმოქმნის მომავალში არაპოლიტიკური შინაარსის ახალ ერთობლივ პროექტებზე მუშაობის სურვილს და კომუნიკაციის აუცილებლობას.
პროექტი ხორციელდება გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივის COBERM-ის ფინანსური მხარდაჭერით და აფხაზი და ქართველი მეცნიერების თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები