კიევის მეტროში ახალგაზრდა ქალს ყუმბარები და სხვა საბრძოლო შეიარაღება აღმოაჩნდა

დღეს კიევის მეტროპოლიტენში პოლიციამ 28 წლის ქალბატონი დააკავა, რომელსაც საბრძოლო მასალა გადაჰქონდა. ამ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ქალბატონის დაკავება მეტროპოლიტენის საპატრულო სამსახურმა შემოვლისას ძაღლის მეშვეობით მოახერხა. გაწვრთნილმა გერმანულმა ნაგაზმა მილიციონერებს ქალბატონზე მიანიშნა, რომელიც სამგზავრო ჩანთით გადაადგილდებოდა. ჩხრეკის შედეგად ქალბატონს „ერ-გე-დეს“ ტიპის ორი ხელყუმბარა, ავტომატ „კალაშნიკოვის“ მჭიდები, სანადირო დანა და სხვა საბრძოლო მასალა აღმოაჩნდა.
დაკითხვისას ახალგაზრდა ქალბატონმა ახსნა-განმარტებაზე თუ საიდან აღმოაჩნდა მას საბრძოლო მასალა – უარი განაცხადა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები