კერი, ბაიდენი და პოროშენკო მიუნხენში შეხვდებიან

  • აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად მიუნხენში უსაფრთხოების სამიტზე პოროშენკოს შეხვდება. „პრეზიდენტმა ობამამ შემომთავაზა მიუნხენის კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის დელეგაციასთან ერთად პრეზიდენტ პოროშენკოსთან კიდევ ერთი მოლაპარაკება გამემართა“, – განაცხადა კერიმ. ამ ინფორმაციას საააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. წყაროს ცნობით, 6-8 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოს და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. ევროპელ ლიდერებთან ბაიდენის შეხვედრაზე უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების მიწოდების საკითხის განხილვა მოხდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები