სირიაში რუსეთის საელჩოს შენობა დაიბომბა

დამასკოში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება საარტილერიო დარტყმების შედეგად დაზარალდა. ამ ინფორმაციას „რია-ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის მიწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საცხოვრებელ სახლებზე საარტილერიო დარტყმების შედეგად ყოველდღიურად იღუპება ხალხი და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები ნადგურდება. ერთ-ერთი ასეთი დაბომბვის შედეგად ჭურვი დამასკოში რუსეთს საელჩოს საკონსულო განყოფილების შენობას მოხვდა, სხვები ახლოს აფეთქდა. საბედნიეროდ, რუსეთის მოქალაქეებს შორის დაშავებულები არ არიან“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დაბომბვის შედეგად სირიის ოთხი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები